|
作词 : Zaza Nozadze |
|
作曲 : Zaza Nozadze |
|
ჩემს თანატოლებს ნუ დაეტოლები! |
|
(ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენ გაგვატანეს..) |
|
ჩვენ მოვიგებთ ომს თუ ვიზამთ მარტო ერთს |
|
რომ არ დავტოვებთ ერთმანეთს მარტოებსჩემს თანატოლებს ნუ დაეტოლები! |
|
(მათი ასაკია მეტი ვიდრე 21 საუკუნე) |
|
ვიცი წარსული ჩემი მე მომავალი მქვია |
|
ჩვენ გავანათებთ ბოლოს ამ უკუნეთს |
|
ჩვენ მოვიგებთ ომს |
|
ჩვენ მოვიგეთ ომი |
|
ჯერ დავიბრუნებთ დაკარგულ ერთმანეთს ჯერ |
|
ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ერთმანეთს ჩვენ |
|
ჩვენ მოვიგებთ ომს |
|
ჩვენ მოვიგეთ ომი |
|
ცოტა დროის კარგვით და უფრო მეტი შრომით |
|
ჩვენ საქართველოს ვეტყვით - ჩვენ მოვიგეთ ომი |
|
ჩემი ისტორია ნეტავ რამდენი საუკუნის ტოლია |
|
მაგრამ მგონია შენ ამის შესახებ არც გაგიგონია |
|
სალამი თბილისის გეტოდან |
|
ჩვენზე შენ რამე თუ იცი |
|
თან ვარ ოკუპირებული ქვეყნიდან |
|
მიტაცებული მიწებიდან |
|
21 საუკუნის მქონე |
|
21-ვე საუკუნე იგერიებდა ის ომებს |
|
რაც არ უნდა მიემართათ ზომებს |
|
ჩემი წინაპრები მაინც ვერაფრით ვერ დაამგვანეს მონებს |
|
ისტორიის ყველა გვერდი - სისხლი |
|
მაგრამ რწმენა - რომ მშვიდობაც მოვა, აცადე! |
|
ერთობა კი მუდამ იყო დროებითი |
|
რადგან ერთვებოდა ვინმე მოღალატე |
|
ტკივილში გასაჭირში ომში - ქართველი გვერდში |
|
მაგრამ ჩვენთან ომს თუ მორჩნენ მაშინ |
|
თუ აღარ გვერჩიან |
|
მაშინვე გათითოკაცება, გათითოკაცება - დაშლა დაყოფა |
|
სხვა გზა არაა მხოლოდ დარჩენა |
|
დარჩი, სანამ ძალა გეყოფა! |
|
დარჩი აქ თაობა მოვა |
|
რომელიც იტყვის - აქ არი |
|
რომ არ არის არავის მონა |
|
რომ ის არის - თავისუფალი! |
|
მომხრე ძმობის შენდობის - ერთობის მომხრე |
|
მოყვრის მცნობი მტრის მგმობი - მშვიდობის მომხრე! |
|
იტყვის, რომ ჩვენ მაინც გვეყოფა რაც წინაპრებმა ერთმანეთი გლიჯეს |
|
და თუ უნდა სოხუმში, თუ უნდა ოსეთში ან აფხაზეთში აბიჯებს |
|
არ ექნებათ ომი იმაზე |
|
- შეხედულებათა გამო |
|
რაც ომი დღეს გვაქვს უკიდეგანო |
|
და არც ერთმანეთის ჯინაზე |
|
და არც პოლიტიზრებული მიდამო |
|
უდაოდ - არ ვდაობთ! |
|
ყველა თავის თავის მმართველი |
|
თავისუფალი და გონებით ჯანმრთელი |
|
და იქნება როგორც უნდა იყოს მთელი ერი |
|
„დერსკი“ როგორც ქართველი |
|
და ეს ტექსტიც როგორც ქართველი ქართველს |
|
ცხელი როგორც სანთელი ანთებს |
|
ვტოვებ იმას რამდენიც მმართებს |
|
რჩება თაობას - დამდეგს! დამდეგს! |
|
რომელიც იტყვის არც რუსი, არც აზია, |
|
ევროპა და არც ამერიკელი |
|
იტყვის რომ ის არის მხოლოდ ქართველი |
|
და საკუთარი თავის მმართველი! |