|
ეს ცხოვრება სიხარულით სავსეა |
|
დარდიმანდი კაცის წესი ასეა |
|
დღისით ცხელა უძილობა თარსია |
|
ღამით გრილა, დოქი ღვინით სავსეა |
|
გემო ვიცი, დღე ღამეში გავცვალე |
|
მთელი ღუნდი ყურძნის წვენი დავცალე |
|
ან რას მერჩით მე ქეიფი მაცალეთ |
|
გემო ვიცი, დღე ღამეში გავცვალე. |
|
ტატარა, ტატარა, ტატარა, ტატარა |
|
ტატარა, ტაი, ტაი-ტაი, ტირირა |
|
გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე |
|
მოყვარე ხარ, პეტრე განა სხვისი ხარ |
|
ეს საზამთრო გიფეშქაშო ღირსი ხარ |
|
მზე ამოვა ქვეყნად ხანძარს აანთებს |
|
მე არ დავწვავ იმნაირად ვანათებ |
|
ტატარა-ტო, ტატარა-ტო, ტატარა-ტო |
|
ტა-ტა, ტარარაი |
|
მე არ დავწვავ იმნაირად ვანათებ. |
|
აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ |
|
ჩემმა მზემ რომ თვითონ მზე ვარ |
|
მოვედი და ჩემ მზეს ვფიცავ |
|
ვებერთელა დედამიწამ |
|
თვალი დააჭყიტა |
|
რირაო, რერაო, რერა |
|
რირაორერა |
|
ორერა რირაორერა |
|
რა კარგია ეს ქვეყანა |
|
რა კარგია ეს ქვეყანა |
|
ღამე წავა დილა მოდის |
|
პაწაწინა თესლს ჩავაგდებ |
|
აბა ნახე რა ამოდის?! |
|
რირაო, რერაო, რერა |
|
რირაორერა |
|
ორერა რირაორერა |
|
გარეთ მე ვარ, შინაც მე ვარ |
|
იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ |
|
ამოვალ და ლურჯი ციდან |
|
თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა |
|
თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა |
|
რირაო, რერაო, რერა |
|
რირაორერა |
|
ორერა რირაორერა |
|
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო |
|
ქვეყნად საქმე აღარ იყო |
|
ჩვენი პეტრე ძილითა და |
|
უსაქმობით მომკდარიყო |
|
უსაქმობით მომკვდარიყო |
|
რირაო, რერაო, რერა |
|
რირაორერა |
|
ორერა რირაორერა |